სასწავლო პროექტი - ჩემს კუთხეში გავრცელებული ქართული ენის დიალექტები
1. პროექტის სახელი:
" ჩემს კუთხეში გავრცელებული ქართული ენის დიალექტები"
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1 - 2 წინადადებით:
·
დიალექტიზმი და დიალექტები;
·
დიალექტიზმის გამომწვევი მიზეზები და მისი გავრცელების საშუალებები და არეალი;
·
დიალექტებისა და სალიტერატურო ენის შედარება - გაანალიზება.
·
.
4. პროექტის მიზნები:
·
გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის.მეთოდით;
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
·
კომპიუტერი, ინტერნეტი, დიქტოფონი, ციფრული კამერა, პროექტორი;
·
საჭირო ლიტერატურა;
·
ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
·
ფანქრები და კალმები.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ.2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
·
ჯგუფების შექმნა ( შემგროვებელი, დამხარისხებელი, ლექსიკონზე მომუშავენი, კვლევის ჩამტარებლები);
·
·
შესასრულებელი დავალებების არჩევა;
აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
კვლევის განმხორციელებელი და მასალის შემგროვებელთა ჯგუფი პირველები ერთვებიან პროექტის მუშაობაში ( გუნდები ორ ნაწილად იყოფიან: ნაწილი სოციალური ქსელებით მოაგროვებს მასალას, მეორე ნაწილი უშუალოდ შეეცდება სხვადასხვა ადამიანებს შეხვდნენ და ისე
ჩაიწერონ დიალექტები და კვლევისთვის საჭირო პასუხები). დამხარისხებელთა ჯგუფი მასალის შეგროვებისთანავე ერთვება მუშაობაში და იწყებს მოძიებული დიალექტების შედარებას, დახარისხებას. აწარმოებს კვლევას მათი წარმოშობის შესახებ, ამოიწერენ დიალექტებს ნაწარმოებებიდან,შუალედური შეფასებისას ყველა ერთვება მოძიებული მასალის განხილვაში და მართავენ დისკუსიას, ლექსიკონზე მომუშავენი პასუხისმგებლები არიან ლექსიკონისა და ელექტრონული ვერსიის შედგენასა და ბლოგის გაკეთებაზე.
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
პრეზენტაცია, ბლოგის წარდგენა
აქტ. 6. პროექტის შეფსება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
·
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, ურთიერთთანამშრომლობა;
ქართული ენა და ლიტერატურა:
·
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
·
მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.
·
მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.
·
მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, რა გავლენას ახდენს ავტორის ენობრივი არჩევანი მკითხველზე.
·
მოსწავლეს შეუძლია გამოკვლევის (მცირე მოცულობის სამეცნიერო ნაშრომის) დაწერა წინასწარ შერჩეულ თემაზე.
·
მოსწავლეს შეუძლია წერის სათანადო სტრატეგიების გამოყენება. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ):
ელენე
გენგაშვილი.სართიჭალის#1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი.
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: .
No comments:
Post a Comment